„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერია პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას იწყებს
პოლიტიკა - 15:40, 25 Apr, 2018     4269

თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით იწყებს პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

„ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადავამზადებთ მსურველებს. ასაკი შეზღუდული არ არის, 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასწავლო კურსებს თბილისის მერია დააფინანსებს.

„შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში. რაც მთავარია, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს პროფესიულ გადამზადებაში. ეკონომიკა ვითარდება, ბაზარი იზრდება და დამკვეთის მხრიდანაც დიდია მოთხოვნა. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური, მეტი პროფესიონალი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42