ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გასულ კვირას საქონლის ქურდობის ფაქტი მოხდა.
დვაბზუ-ცხემლისხიდის საზღვართან მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოპარეს, ბოსელთან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაუკლეს და ნარჩენები დაუტოვეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა სავარაუდოდ ღამის საათებში, მას შემდეგ მოხდა, როცა ოთხმეზურების სახლში უკვე ეძინათ.
"გვიან ღამით გამოიყვანეს ძროხა ბოსლიდან, რამდენიმე მეტრში დაკლეს და ტყავი და ძვლები დატოვეს. ანუ, რის გაყიდვასაც ვერ შეძლებდნენ. ისე გაუჭირდა ხალხს, რას აღარ კადრულობენ. ერთმა თქვა, მგელი ხომ არ იზამდაო. მგლის დაგლეჯილი საქონელი კი მინახავს და სუფთად გატყავებული არა. რამდენი თვეა ჩვენს ზემოთ სოფლებში ძროხები და ცხენები იკარგება, ახლა ქვემოთაც ჩამოვიდნენ. მიეცემა ახლა ამას მასიური ხასიათი და მთლად ულუკმაპუროდ დაგვტოვებენ ოჯახებს"-განაცხადა დაზარალებულის მეზობელმა.
მასალის გამოყენების პირობები






