„შეირყა მსოფლიო, ჩვენ კი იგივე ტერმინოლოგიით ვლაპარაკობთ, როგორც 10 წლის წინ“ - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 14:08, 25 Apr, 2018     1454
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და დიალოგის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„პოლიტიკა არ შედგება მხოლოდ იმისგან, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს.თუ ადამიანს, სურს აკეთოს მხოლოდ ის, რაც მაშინ პოლიტიკას უნდა დაანებოს თავი. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება მოგვიწიოს იმის გაკეთებამ, რაც სრულებით არ გვინდა, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გიწევდეს არსებულ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა“.- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერი, საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, მედიას და ექსპერტებს მოუწოდებს პრობლემას სერიოზულად მიუდგნენ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ანალიზი გააკეთონ. არსებულ ვითარებას ნინო ბურჯანაძე ყინულის ომს უწოდებს.

„შეირყა მსოფლიო, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და ჩვენ ვლაპარაკობთ იგივე ტერმინოლოგიით, როგორც ვსაუბრობდით 10 წლის წინ. თითქოს არაფერი შეცვლილა მსოფლიოში, თითქოს არ არსებობს ის დაპირისპირება, რომელიც დღეს არის, თითქოს არ არის ის დაძაბულობა, რომელსაც ცივი ომი კი არა, ყინულის ომი ჰქვია უკვე. ლიდერი ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს საქართველოზე.

ჩვენ კი დარჩენილები ვართ ცივი ომის ხანაში და ხომ ვხედავთ, რომ წინ ვერ მივდივართ, ხომ ვხედავთ, რომ იგივე პრობლემები გვაქვს, რაც 5 და 10 წლის წინ გვქონდა. 25 წელია, ვიძახით, რომ რუსეთი ოკუპანტია ვიძახდით, მაგრამ ამით მათ ერთი სანტიმეტრით უკან დაიხიეს?! არა! ესეიგი ელემენტარულია, გამოვიყენოთ სხვა წამალი, სხვა მეთოდი, როდესაც ქვეყანა დაავადებულია და ორი ღმრა ჭრილობა აქვს კომფლიქტების გამო. გამოვიყენოთ ის მეთოდები, რასაც მსოფლიო იყენებს ასეთ ვითარებაში. მაჩვენეთ დიალოგის ალტერნატივა, რუსებთან, მაგრამ ვერ მაჩვენებთ, რადგან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42