სასულიერო პირის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საპატრიარქოსთვის ცნობილი არ არის.
“ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. არის უამრავი ქვეყანა ამის მაგალითი, ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ეს გზა ვიყოთ ევროპელები და თუ არ გვინდა მაშინ ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველაფრის კეთება.
ბატონი ემზარ კვიციანის ინიციატივა ჩვენთვის უცნობი იყო ტექსტსაც არ იცნობს საპატრიარქო ამიტომ ამაზე რეაგირების ან მხარდაჭერის საკითხი არ დგას.
„ყველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მას და მუსულმანებს მივაყენოთ შეურაცხყოფა ამის უფლება არ გვაქვს,“ - ამბობს მამა ალექსანდრე გალდავა.
მასალის გამოყენების პირობები






