„32 წლის ვარ, აღარ ვარ პატარა გოგო. ჩემთვის პრიორიტეტი ოჯახია, მაგრამ ამ მხრივ ცოტა არეული ვარ, საქმეს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ოჯახს. ეს ცუდი მენეჯმენტისა და გარკვეული გაუნათლებლობის ბრალია. სიამოვნებით ვისწავლიდი, როცა ამდენი საქმე მაქვს, ოჯახის მოვლა-პატრონობა როგორ ვაქციო ნომერ პირველად.
... ლევანი უფრო ახერხებს, შვილებს მიხედოს. ჩემი უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკშია, 13 წლისაა, ყოველდღე სჭირდება კონტროლი და ამას ლევანი უფრო ახერხებს. ყოველდღე ამოწმებს მის საკლასო ჟურნალს, აკონტროლებს მის გაკვეთილებს.
პატარას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რადგან მეტად მნიშვნელოვანი ჩემი უფროსი ბიჭის მდგომარეობაა. ლევანს მთელი ყურადღება მასზე აქვს გადატანილი, მე – პირიქით, ალექსანდრეს უფრო მეტ დროს ვუთმობ“- აცხადებს კუბლაშვილი და იქვე დასძენს, რომ მის უფროსს ვაჟს ბიოლოგიურ მამასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს.
რაც შეეხება ოჯახში მატებას, ადვოკატი გამოცემასთან აცხადებს, რომ გოგოს გაჩენის სურვილი აქვს.
„გოგო გვინდა, ოღონდ არ ვიცით, ეს როგორ უნდა დავგეგმოთ“- აცხადებს მარიამი.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ "სარკეში"
მასალის გამოყენების პირობები






