"პროფილაქტიკების" მოწყობის მსურველებმა აკრედიტაციის მისაღებად განაცხადება 21 მაისამდე უნდა წარადგინონ
პოლიტიკა - 12:06, 25 Apr, 2018     969
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნა/მოწყობის და აკრედიტაციის მიღების მიზნით შერჩევის პროცესში წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის ცვლილებით საქართველოში აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრების შექმნისა და მოწყობის და აკრედიტაციის მიღების ვადებმა გადაიწია.

ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის ვადამ 2018 წლის 14 მაისის ნაცვლად 21 მაისამდე გადაიწია. ასევე შეიცვალა აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის შეტანის ვადამაც - 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 20 სექტემბრამდე. ხოლო შერჩევის პროცესში გამარჯვებულმა პირმა ან პირებმა აკრედიტაციის მიღების მიზნით ინსპექტირების ცენტრის შექმნა/მოწყობა და აკრედიტაციის მიღება უნდა უზრუნველყონ, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა (ნაცვლად 2018 წლის 1 ნოემბრისა).

საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარებიან ეტაპობრივად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოში არსებული მთლიანი საავტომობილო პარკის ინსპექტირების დაწყებისთვის, აუცილებელია, არსებული ინსპექტირების ცენტრების მობილიზება და ხელსაყრელი პირობების შექმნა ახალი ცენტრების შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღებისათვის, იმ რეგიონებში, რომლებშიც არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის მიწოდების შეფერხების რისკები.

წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოწვევით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ან კომპანიების ჯგუფებს - კონსორციუმებს, რათა მათ გამოხატონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნის/მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების სურვილი დადგენილი მაჩვენებლების მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42