აფხაზეთის პრობლემატიკაზე მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 12:03, 25 Apr, 2018     917
დღეს გაერთიანებული პროფკავშირების საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და კომისიები აწყობენ მრგვალ მაგიდას თემაზე: „რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“; განხილული იქნება აგრეთვე მიმდინარე სხვა აქტუალური და რეზონანსული საკითხები, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩარჩოებში განსახორციელებელი ახალი ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

„მრგვალი მაგიდის“ ორგანიზატორები:

ა.ფრაქციები:

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“,

2.„მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“;

ბ. კომისიები:

1.„დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის საკითხთა“,

2.საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა“.

დისკუსიაში მონაწილეობისათვის მოწვეული არიან აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე ცენტრალური ხელისუფლების სამინისტროების, საპარლამენტო კომიტეტების და დროებითი კომისიის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ისტორიკოსები, იურისტები, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტოლოგები.

მრგვალი მაგიდის წინადადებები და რეკომენდაციები წარედგინება საქართველოს ცენტრალურ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42