"თბი-ლისი" - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით თბილისის მერია ყოველთვიურ ფესტივალს იწყებს
პოლიტიკა - 11:48, 25 Apr, 2018     1117
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, თბილისის მერია იწყებს ყოველთვიურ ფესტივალს - „თბი-ლისი“, რომელიც სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს მოიცავს და მასობრივი სპორტის განვითარებას ემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ფესტივალი 28 აპრილს დაიწყება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს, ლისის ტბაზე გაიმართება.

„თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც გაიმართება.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დავალება მისცა, მაისის შუა რიცხვებიდან თბილისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობები მოეწყოს.

„ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი. შაბათ-კვირას ყველა მსურველს უნდა შეეძლოს თავიანთი შვილები, შვილიშვილები მიიყვანონ კონკრეტულ ადგილას. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში შეიძლება კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42