"პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ რატომ არ გიფიქრიათ ვინმეს კანონის შემოღება? მოეშვით რელიგიით სპეკულაციას"- დეკანოზი თამაზ ლომიძე
პოლიტიკა - 11:13, 25 Apr, 2018     1340
რელიგიური გრძნობების შეურაცხოფასთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივას მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება:

„თუ გინახავთ როდესმე, პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის შემოღების ინიციატივით შესულიყოს ვინმე პარლამენტში? აი, როცა ვინმე უტიფარი საჯაროდ ამბობს, რომ ის, ვინც 2 საუკუნეზე მეტია ანადგურებს ჩემს ქვეყანას და ეკლესიას მაინც ჩვენი ძმა და მეგობარია ან როცა ოკუპანტის დროშას გამოგვიფენს საქართველოს ქუჩებში ვინმე ან საქართველოს ამაოხრებლებს პირზე კოცნით, გალობით და გაშლილი სუფრით რომ ხვდებიან ან მტრის კარზე რომ ცეკვავენ და მღერიან უსირცხვილო ქართველები და ეს ასე აშკარად და მწარედ ლახავს ჩვენს პატრიოტულ გრძნობებს. ამ დროს თქვენ არ გელახებათ გრძნობები?

თუ ასე მგრძნობიარეები ხართ და მაიცდამაინც თქვენი გრძნობებისთვის გინდათ ბრძოლა, პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ რატომ არ გიფიქრიათ ვინმეს კანონის შემოღება? მოეშვით რელიგიებს, რელიგიით სპეკულაციას და საქვეყნო საქმეს მიხედეთ.“- წერს თამაზ ლომიძე ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, კერძოდ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს.

ემზარ კვიციანის მოსაზრებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა უნდა დაწესდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42