„ტატუნაშვილი მოკლულ იქნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამნაშავე აქამდე თავისუფალია… საოკუპაციო ხაზზე ასევე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთი პირის ოთხოზორიას მკვლელობას - რაზე ისაუბრა ჯანელიძემ გაეროში
პოლიტიკა - 09:47, 25 Apr, 2018     1248
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხევდრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“ და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევასა და ერთობლივ პასუხისმგებლობაზე.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. „გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენების შედეგად საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის შეწყვეტამ და ასევე 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ ეუთო-ს მისიის შეწყვეტამ, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნა საერთაშორისო ვაკუუმი, სადაც თვითნებური დაკავება, გატაცება და მკვლელობა ნორმად იქცა“-განაცხადა ჯანელიძემ. მისი თქმით მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს არაერთი რეზოლუციისა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არ დაიშვება საერთაშორისო სამშვიდობო მონიტორინგის მისიები, არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის ადგილი აქვს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.

„ერთი თვის წინ საქართველოს მოქალაქე - იძულებით გადაადგილებული პირი არჩილ ტატუნაშვილი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, დაკავებული და მოკლულ იქნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის რეგიონში - დამნაშავე აქამდე თავისუფალია. მანამდე, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ასევე ადგილი ჰქონდა კიდევ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის - გიგა ოთხოზორიას მკვლელობას - ამ შემთხვევაშიც დამნაშავე თავისუფალია. ასიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა საშუალება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, ხოლო ისინი ვინც ადგილზე დარჩნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და ილახება მათი ფუნდამენტური უფლებები” - აღნიშნა ჯანელიძემ. ამ კონტექსტში მან ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნებისთვის სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ „გრძელვადიანი და მდგარი მშვიდობის მიღწევა სამართლის ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინების გარეშე თითქმის შეუძლებელია“.

გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისადმი და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მხარდაჭერისათვის. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ და საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნო აღნიშნული ინიციატივის ძირითადი პრინციპები, რაც მოესახურება გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისათვის იმ შესაძლებლობების გახსნას, რაც საქართველომ რეფორმების და ევროკავშირში ინეტეგრაციის პროცესში მიიღო. „მიუხედავად ყველა პროვოკაციისა და ბარიერისა, საქართველოს მთავრობა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს გაბედულ ქმედებებს გამყოფი ხაზების გასწვრივ ნდობის აღდგენის, ეკონომიკური კავშირების და ადამიანებს შორის კონტაქტების გასაუმჯობესებლად.

ეს არის ამბიციური ინიციატივა და საქართველოს მთავრობა მის პოლიტიზირებას არ ახდენს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივისადმი საერთაშორისო საზოგადოების გამოხატულ მხარდაჭერას და ამ პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს” - განაცხადა ჯანელიძემ.

გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამშვიდობო მისეიბში მონაწილე მშიდობისმყოფელებს გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა გააგრძელოს ძალისხმევა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42