"მონოპოლიურობა და ხელისუფლების მხრიდან საკუთრებითი და პოლიტიკური კონტროლი " - გოცირიძე საბანკო სისტემის მთავარი პრობლემას ასახელებს
პოლიტიკა - 22:17, 24 Apr, 2018     1345

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საბანკო სისტემის მთავარ პრობლემას ასახელებს და ამ სექტორზე მმართველ პოლტიკური ძალის გავლენაზე საუბრობს.

"ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა( ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) დაშეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთანჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზემეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორცრუსული ბანკის შვილობილი, პროკრედიტბანკი მთავრობის მიერ ბიზნესის "წახალისების" არაეფექტიანიპოლიტიკის( იხ. რა მოხდა სოფლის მეურნეობაში მილიარდობით სახელმწიფო ინექციის შემდეგ) და დიდიოთხეულის მონოპოლისტური მდგომარეობის შედეგად განიდევნა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტიდან(მისი ამ სახის სესხები იყიდა ტბს ბანკმა). რაც შეეხება ჰუალინგის ბანკს( ბაზისბანკი), მას არაფორმალურად ხელიშეუშალეს გაფართოებაში და ჩაუშალეს ბანკ "რესპუბლიკის" შესყიდვის შესახებ გაფორმებული წინასწარიხელშეკრულება. სხვა ბანკები ვერ ქმნიან ამინდს, რადგან ძალიან მცირე ზომისანი არიან.

დღეს საქართველოში ბანკები გახდნენ პოლიტიკის გამგრძელებლები საფინანსო სფეროში. პოლიტიკა კიარაკონსტიტუციურად წარიმართება ერთი არაფორმალური მმართველის მიერ. ბანკები აქციეს პოლიტიკისინსტრუმენტად. ბანკებმა და მასთან დაკავშირებულმა ჰოლდინგებმა მიიღეს მსუყე ლუკმები ხელისუფლებისაგან-დიდ ბიზნესპროექტებში მონაწილეობა, ინექციები ბიუჯეტიდან( სახაზინო ვალდებულებები, ბიუჯეტის ნაშთებზეარსებული ფული, ეროვნული ბანკის განუზომლად დიდი რეფინანსირების სესხები) და სხვა.

მონოპოლიურობა და ხელისუფლების მხრიდან საკუთრებითი და პოლიტიკური კონტროლი -ესაა საბანკო სისტემის მთავარი პრობლემა. ეს ხელს უშლის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას.

დამთავრდა ბანკებისადმი უპირობო მხარდაჭერის ხანა, გამომდინარე "იდეოლოგიურ-ფილოსოფიური"მოსაზრებებიდან. მხარდაჭერა იქნება კონკრეტული შედეგების მიხედვით.

და კიდევ ერთი რამ: საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99 პროცენტს აქვს დაბალი ხელფასი. იმ მოგებისოდენობიდან, რასაც მოწინავე ბანკები ღებულობენ, ეს რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობაა. არარბილად რომვთქვათ, წარმოუდგენელი უსამართლობაა, რომ ორი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელის წლიური ხელფასი იყოს ოთხ-ოთხი მილიონი დოლარი. საქართველოს რეიტინგისა და შესაბამისად ქართული ბანკების რეიტინგის მქონე მსგავდასავლურ ბანკებში წარმოუდგენელია ასეთი ფუფუნება. უფრო მეტიც, ბევრი მსოფლიო ტოპ ბანკისხელმძღვანელობას არ აქვს მსგავსი შრომის ანაზღაურება. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ქართულ საბანკოსისტემაში წარმოქმნილი ზემოგების წყალობით.

რაც შეეხება ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას- მუდამ ვიყავი და ვიქნები ჯანსაღი საბანკო სისტემისა დათავისუფალი, დერეგულირებული ბაზრის მხარდამჭერი.

ბანკების მიმართ გაჩენილი კრიტიკა არ ავნებს მათ. პირიქით.

ქინაქინა მწარეა, მაგრამ წამალია"- აცხადებს გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42