იდენტიფიცირებულია, რომელი დანითაა მიყენებული მომაკვდინებელი ჭრილობა - ხორავას საქმის პროკურორი
პოლიტიკა - 17:27, 24 Apr, 2018     1509
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე სიცრუეს უწოდებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება ჭრილობების მიყენების საგანი.
მისი თქმით, იდენტიფიცირებულია, მომაკვდინებელი ჭრილობა თუ რომელი დანითაა მიყენებული.
ზვიად ფხაკაძეს ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა მეტი კონკრეტიკა სთხოვეს, თუმცა საქმის პროკურორმა არ დააკონკრეტა რომელი დანით, ვის მიერაა ჭრილობები მიყენებული.

"ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება რიგი დეტალები, რომელიც ასევე თანხვედრაშია გამოძიების სტადიაზე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ინფორმაციასთან. საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, გარდაცვლილების მეგობრები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც პირდაპირ ასაბუთებს, რომ დანაშაული ჩადენილია სწორედ იმ ბრალდებულების მიერ, რომლებიც დღეს ბრალდებულის სკამზე არიან.

აღნიშნული გარემოებები დასტურდება ასევე, სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც. აღნიშნულ დასკვნაში საუბარია, თუ რა ჭრილობები იქნა მიყენებული, ასევე რომელი დანით არის ეს ჭრილობები მიყენებული. კერძოდ, საუბარია, იმ ორ დანაზე, რომელიც საქმის გამოძიების სტადიაზეა ამოღებული“, - აცხადებს ფხაკაძე.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საქმეში ერთადერთი მკიცებულება არ არის.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ერთი მტკიცებულება, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ბრალდებულების მხრიდანაა ჩადენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42