„შეხვედრებმა ცხადყო, რომ ანტკორუფციული სასამართლოს პროექტის მიმართ, საკმაოდ მაღალია ამერიკული მხარის ინტერესი. სავალუტო ფონდში გამართულ შეხვედრაზე, პროექტში არსებულ ახალ ინივიატივებსა და გადაწყვეტებზე ვისაუბრეთ. ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება, არის უპრეცენდენტო. ახალი თაობის რეფორმის პროექტში არსებული მექნიზმებით, მოკლე ვადაში შეიქმნება მიუკერძოებელი, სანდო და სამართლიანი სასამართლო. პროექტი უნიკალური და ინოვაციურია იმითაც, რომ მოსამართლეების შერჩევაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უცხოელი ექსპერტები, რომელთა ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში კანდიდატი მოსამართლედ ვერ დაინიშნება. ამ პროექტს ანალოგი არცერთ ქვეყანაში არ გააჩნია და ეს იქნება ძალიან კარგი მოდელი საქართველოსთვის. - “ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






