"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს აფასებს.
„პატრიოტთა ალიანსი" არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ რასაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ ვერ ამბობს, ამ პარტიის ენით ბიძინა ივანიშვილმა თქვას,“- ეამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი საკითხის შეფასებისას.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ფარულ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ღიად ახორციელებს.
„ამ პარტიის ენით ელაპარაკებოდა რუსეთს წლების განმავლობაში, ეს მანტიაც, გარკვეულწილად, მოიშორა, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კვირიკაშვილმა ყველა ის გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოსგან. ეს არის რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და შუამავლის სტატუსის დაბრუნება. ამ რეალობაში განსხვავება ე.წ. „პატრიოტებსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას შორის, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ის პროდასავლური იმიჯი, რომელიც ამ პარტიას ჯერ კიდევ შერჩა, შეიძლება ითქვას, ხავსს ეჭიდება,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგი კერძო, არაფორმალური ვიზიტისთვის ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები






