"ვერ დაადგინეს ამ ორი დანიდან რომლით მოხდა დაჭრა" - სარალიძე ექსპერტიზის სკანდალურ დასკვნაზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:28, 24 Apr, 2018     1902
ხორავას ქუჩაზე მოკლული 15 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელია, რომელი დანით ან ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მის შვილს.

"ექსპერტიზის მიერ დადებულ დასკვნაში წერია, რომ ვერ დადგინდა, ჩემი შვილისთვის მომაკვდინებელი ჭრილობა რომელი დანით და რა იარაღით იყო მიყენებული, - თქვა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.


"დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ ის მომაკვდინებელი, არტერიული ჭრილობა ამ ორი დანით არაა მიყენებული. შესაბამისად, ვისგან იყო მიყენებული ჭრილობა, ამის დადგენაც შეუძლებელია. თუ არ არსებობს იარაღი, რა იარაღით მიაყენეს ჭრილობა, შესაბამისად დამნაშავეც გამოვლენილი არ არის...

ეს ორი ბრალდებული, რომელიც ბრალდებულის სკამზე ზის, ნამდვილად დამნაშავეა, ნამდვილად მიესჯებათ საკადრისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ კიდევ შესაძლებელია სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. დანები აქვთ, ჩემი შვილის სხეული ჰქონდათ, ტანსაცმელიც აქვთ და ვერ დაადგინეს ამ ორი დანიდან რომელიმელიმე გამოყენებული იყო თუ არა. ეს ხომ აბსურდია?! მაშინ რაღა ექსპერტია? ჩემი აზრით, სხვა იარაღიც გამოიკვეთა, მაგრამ გამოძიებამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა და ეს ექსპერტიზის დასკვნა მოარგო მოწმეების ჩვენებებს. ჩემი შვილის მომაკვდინებელ ჭრილობაზე არცერთი დანა არ არის მითითებული. არც ეს ორი დანაა მითითებული და არც სხვა იარაღია მითითებული. მომავალ სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტები, რომლებმაც ეს შედეგები გამოიკვლიეს და ვნახოთ, რა კითხვებს გასცემენ პასუხს", - აცხადებს სარალიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42