„ბრიჯიტ ბრინქსთან შეხვედრისას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის, სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საარჩვენო გარმოს შექმნას. ასევე ვისაუბრეთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე და იმაზე, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაცხადებული ე.წ რეფორმების ოთხი ტალღისა, დღეს ქართული სასამართლო კვლავ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვყენებული ანგარიშითაც დასტურედება. ანგარიშში ნათლად წერია, რომ ხდება სასამართლოს პოლიტიზირება. ამის ნათელი დადასტურებაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე. ამერიკული მხარე განსაკუთრებული ყურადღებით აკვრიდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მოყვება სათანადო რეაგირება მათი მხრიდან -„ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






