პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებას პროვოკაციას უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზე მსჯელობა აბაშიძე-კარასინის მორიგრაუნდზე გაიმართოს.
აბაშიძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვთან დათმობაზე არ წასულა და არც რაიმე გარანტია მიუცია.
„სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება.
ზახაროვას მოსაზრებით არჩილ ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიურ პროცესებს ვერ შეაბრუნებს. ზახაროვას თქმით, ამ საქმეს მოეჭიდნენ ძალები, რომლებსაც არ მოწონთ ურთიერთობის გაუმჯობესება ორ ქვეყნას შორის.
მასალის გამოყენების პირობები






