„ეს არის შავი პროპაგანდა. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რომ დავინახე, ამ შავი პროპაგანდის პირობებში იქნა გაცხადებული, რომ საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა. 6 წელია ხალხს ვამადლით, რომ ნულოვანი ტოლერანტობის ხალხი მოვაშორეთ. თქვენ წარმოიდგენდით, რომ პოლიტიკური ფიგურები ხელახლა დაიწყებდნენ ლაპარაკს, რომ საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა? მოხდა ის რომ X ადამიანი 2 წლის წინ იქნა შეწყალებული და 6 თვე მოაკლდა სასჯელიდან, ის დიდი ხანია მაინც გამოსული იქნებოდა. მსხვერპლი მიდის პოლიციაში და ამბობს, მე მოკვლას მიპირებენ, გადის პოლიციიდან და ამ ადამიანს კლავენ. დამნაშავე ამაში არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, რომელსაც 2 წლის წინ რაღაც უნდა განეჭვრიტა. მე მაინტერესებს ადეკვატურად პრობლემის დანახვა, ჩვენ ყველანი პოლიტიკური კლასი, მედია, საზოგადოება უნდა ვიყოთ ადეკვატურები. როდესაც ქალბატონი მიდის უწყებაში, რომელსაც ჩვენ მივეცით იარაღი და ძალაუფლება რომ დაგვიცვას და ამ ოთახიდან გამოსულს 2 საათში კლავენ, ამ ვითარებას არ უნდა შევეჩვიოთ და არ უნდა გავექცეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარმა პროპაგანდისტულმა შავმა პიარმა არ უნდა დაგვაბრუნოს ჩვენ იმ პერიოდში, სადაც ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანების მიმართ იქნება სახელმწიფო პოლიტიკა. ეს ჩვენი მონაპოვარია და ეს არ უნდა დავთმოთ. ადამიანი უნდა იყოს დაცული, ქალი, რომელიც შევა განყოფილებაში, იქიდან რომ გამოვა უნდა დაიცვა. ამ პიარომში საერთოდ კომიკურად გამოვიდა, რომ თურმე შსს რაღაც მასალას ამუშავებს, სტატისტიკა აქვს, თურმე წლებია მუშაობენ ამ სტატისტიკაზე და მე არ მეუბნებიან. ანუ სტრუქტურა, რომლის ვალდებულებაცაა, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებისთვის, პრეზიდენტს არ უზიარებს ამ სტატისტიკას. მე კითხვა მიჩნდება, რას ნიშნავს ეს, მე რა შსს-სგან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ? ეს თავის მხრივ სხვა პრობლემებთან ერთად ქმნის პრობლენას პოლიციის დეპოლიტიზაციიასტან დაკავშირებით, როდესაც პოლიციის ოფიცერს ამუშავებ იმისთვის, რომ თურმე რაღაც სტატისტიკა უნდა შექმნას და პრეზიდენტს არ უნდა გაუზიაროს და მერე პროპაგანდისტულ კამპანიაში გამოიყენოს, იქნება საქართველოს მოქალაქე ამით დაცული? ჩვენ დავინახეთ პირდაპირი პროპაგანდისტული ომი, შპარგალკებით, ეჟოვის ლექსიკით“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






