საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პანელზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:42, 23 Apr, 2018     1105

23 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როთ სემინარის პანელზე "უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შავი ზღვის რეგიონში" მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ. მან მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხებზე და მოლოდინებზე.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამიტის გადაწყვეტილებით გადაიდგას კიდევ ერთი თვალნათელი ნაბიჯი ალიანსში გაწევრიანების გზაზე. მოველით, რომ სამიტზე კვლავ დადასტურდება საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენი ალიანსში ინტეგრაციის შეუქცევადობა. ასევე, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში თურქეთის, ბულგარეთისა და უკრაინის ელჩები. დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ჩვენი ქვეყნის პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. გამომსვლელებმა აღნიშნეს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით პროგრესის დაფიქსირების მნიშვნელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42