„ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ზღვა“ - მიხეილ ჯანელიძე
პოლიტიკა - 14:09, 23 Apr, 2018     1107

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებს სიტყვით მიმართა.

სემინარზე სახელწოდებით - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“, მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეფორმების დღის წესრიგი და პერსპექტივები.

“დღევანდელი სემინარის ძირითადი თემაა საქართველო და შავი ზღვის როლი რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ბრძანდებით აჭარაში, საქართველოს მხარეში რომელიც განსაკუთრებულად აქტიურად ვითარდება და წარმოადგენს სახეს, იმისა თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს შავიზღვისპირეთი, რა მიდგომები და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები უნდა არსებობდეს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რომელიც მიღწეულია აჭარაში და ბათუმში” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს, რომელსაც მისი თქმით საქართველო კარგად მომზადებული ხვდება.

“ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, ასევე გამოითქვა სურვილი ნატოს მხრიდან, რომ გავაღრმავოთ დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ კონტრიბუტორს გახდის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენი მიზანია შავი ზღვა იყოს უსაფრთხო, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, თანამშრომლობის ზღვა და ამას რა თქმა უნდა მივაღწევთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით” - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხიელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სიკეთეებით იქ მცოხვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი ქ. ბათუმში 23-25 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42