"საქართველო დაძლევს რუსული მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, ისე, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:43, 23 Apr, 2018     1180

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთის სამეზობლო და საგარეო პოლიტიკასთან.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრებაზე - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გააკეთა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და რეფორმებთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი - 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და ინტერესები წარმოადგინეს, და მეორე თარიღი - რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

"ეს არის სამომავლო გამოწვევა და მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით რუსეთი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით. რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის ცივი ომის ახალი კონცეფცია.

პრეზიდენტის განცხადებით, ცივი ომი ნიშნავს შეიარაღებული დაძაბულობას და პროქსის ომის წარმოებას. შესაძლებელია ცივ ომთან დაკავშირებით ძველი დრო დაგვიბრუნდეს. უნდა მოხდეს საქართველოს და სხვა პროდასავლური ქვეყნების დაცვა. თუ გვინდა, რომ კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი მოქმედება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, ნატოს მომავალ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები შეძლებენ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტის ახალი, ცივი ომის კონცეფციის საპასუხო დოკუმენტის შემუშავებას, რადგან საქართველო და სხვა პროდასავლური ქვეყნები საფრთხის წინაშე დგანან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

"ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიისას ვნახეთ ეტაპობრივი აღიარება ამ გამოწვევებისა. ვიფიქროთ, გვაქვს კი, პუტინის ახალ კონცეფციაზე - ცივი ომის მეთოდზე პასუხი?

ნატოს წარმომადგენლებმა რუსეთის ამ ახალი კონცეფციის საპირწონედ სამიტზე უნდა შეძლონ ახალი დოკუმენტის ჩამოყალიბება - ერთობილი პოლიტიკური დოკუმენტი უნდა შევქმნათ",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჰიბრიდული ომი, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განხორციელდა საქართველოში 90 - იან წლებში დაიწყო, 25 წლის წინ.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან, მიუხედავად იმისა, ვის აქვს კონტროლი ამ ტერიტორიებზე. საქართველო დაძლევს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ 4 საუკუნეა ამ ვითარებას ვებრძვით. ჩვენ დავძლევთ ამ მავთულხლართებით შექმნილ ვითარებას, როგორც გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ყველა მიმართულებით აქვს ინტენსიური დისკუსია, რომელიც ქმნის რეფორმების დღის წესრიგს.

"საქართველოს დღეს ევროსტრუქტურების და ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის საჭიროება აქვს, რადგან რუსეთისაგან წამოსული საშიშროების წინაშე დგას. რუსეთის პოლიტიკა კი, რეგიონში აუარესებს უსაფრთხოების გარემოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისიმ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42