"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება"- ზახაროვას თქმით, ამ პროცესს "ტატუნაშვილის საქმემ" ხელი ვერ შეუშალა
პოლიტიკა - 11:09, 23 Apr, 2018     1376
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება:

„როცა 2012 წელს „ქართული ოცნებამ „ გამოავლინა ინტერესი რუსეთთან ურთიერთობა გამოეყვანა იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც ის შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ ამას მყისიერად ვუპასუხეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი, ამ წლების განმავლობაში მან მოგვიტანა ცნობილი დადებითი შედეგები" - განაცხადა ზახაროვამ.

მისი განცხადებით, განახლდა და ბევრჯერ გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგა საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო კავშირი, მოიხსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები ვიზების გაცემაზე, ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო და სპორტული კონტაქტები.

"გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, ის წარმატებით გამართლდა" - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას მოსაზრებით არჩილ ტატუნაშვილის საქმე ამ პოზიტიურ პროცესებს ვერ შეაბრუნებს. ზახაროვას თქმით, ამ საქმეს მოეჭიდნენ ძალები, რომლებსაც არ მოწონთ ურთიერთობის გაუმჯობესება ორ ქვეყნას შორის.

„ეს ურთიერთობების გაუმჯობესება ყველას არ მოწონს საქართველოში და განსაკუთრებით საზღვარგარეთ, გასაკვირი არაა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაჯანსაღების მოწინააღმდეგეები ჩაეჭიდნენ „ტატუნაშვილის საქმეს“. მაგრამ მიუხედავად ამ სინანულის აღმძრავი საქმის გარშემო საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციებისა, ურთიერთობების უკან დაბრუნება არ გამოუვიდათ" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ადმინისტრაცია ამბობს, რომ ის გულის შეტევამ იმსხვერპლა, ქართული მხარის მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია. ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მომხდარიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადასცა. თბილისში ექსპერტების და ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მრავლობითი დაზიანებები მიუთითებს და მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მკვლელობამდე არჩილ ტატუნაშვილი აწამეს. ექსპერტიზის ჩატარებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისისთვის გადაცემულ ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42