„2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია - მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან. როგორც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველო გახდება ნატოს წევრი.... სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას“- განაცხადა პაოლო ალიმ.
23-25 აპრილს, ბათუმში,საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი - „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ იმართება.
სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






