პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 10:08, 23 Apr, 2018     1095

23-27 აპრილს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

26 აპრილს, ხუთშაბათს, გაიმართება "პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ". დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი, დანიის დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკლ იენსენი, შვედეთის დელეგაციის წევრი, იონას გუნარსონი და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარე, სერბი დეპუტატი ელვირა კოვაჩი. ღონისძიებაზე, ასევე დაგეგმილია ჟურნალ პარლამენტის ახალი ნომრის პრეზენტაცია.

სასესიო კვირეულის ფარგლებში, 23 აპრილს, გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, საზეიმო მიღება, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარების ასწლოვან ისტორიას. ღონისძიებას გახსნის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მიქელე ნიკოლეტი.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომელზეც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

აპრილის სესიაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამეტის დელეგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42