სავალუტო ფონდმა ვაშაძის შემუშავებული ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი მოიწონა
პოლიტიკა - 18:35, 22 Apr, 2018     3440

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ( IDF) დამფუძნებელმა, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი ვაშაძემ, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან აუდიენციისას, იმ სიახლეებსა და გადაწყვეტებზე ისაუბრა, რომელიც IDF-მა ამერიკულ და უკრაინულ მხარეს, ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტის მიმართულებით შესთავაზა.

" ჩვენ, კიდევ ერთი ახალი თაობის რეფორმის პროექტი შევიმუშავეთ -ანტიკორუფციული სასამართლოს მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში უკრაინაში, ჩვენს მიერ შემუშავებული მექანიზმით ჩამოყალიბდება, უპრეცენდეტოა თანამედროვე სამყაროში. ეს არის მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადაში შეიქმნას მიუკერძოებელი, სანდო და სამართლიანი სასამართლო. პროექტის უნიკალობა იმაშია, რომ მოსამართლეების შერჩევაში ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უცხოელი ექსპერტები, რომელთა ნეგატიური დასკვნის შემთხვევაში, კანდიდატი მოსამართლედ ვერ დაინიშნება. ეს კი უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის დამოუკიდებლობას. აქამდე, მსგავსი მოდელი, არც ერთ ქვეყნაში განხორციელებულა და ვფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის-" განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ფონდის პრესსამსახურში განაცხადეს, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჩანიშნულია ასევე რამდენიმე შეხვედრა. აუდიენცია შედგება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, უეს მიჩელსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიცე-პრეზიდენტთან.

შეგახსენებთ, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" რამდენიმე წელია უკრაინასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა უწყებებში. ფონდის მონაწილეობით, 2016 წელს, კიევში აშენდა თანამედროვე იუსტიციის სახლი-"გოტოვო", რომელიც ყოველდღიურად ათი ათასობით მომხმარებელს ემსახურება. IDF აქტიურად მუშაობს კორუფციის დაძლევისა და ბიუროკრატიის შემცირების მექანიზმებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42