ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის თემში მოსაახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თემში შემავალი სოფლების: ტაბანაკირისა და უნაგირას ასამდე მოსახლე კომპანია "ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის წინააღმდეგ გამოვიდა.
მოსახლეობის განცხადებით, ქარხნის მუშაობის დროს წარმოშობილი ცემენტის მტვერი მათ ყოფას გაუსაძლისს ხდის.
მოსახლეობა ირწმუნება, რომ ისინი მრავალია წელია სწორედ დაბინძურებული ჰაერის გამო, მოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ისინი ამბობენ, რომ ვეღარც ბოსტანი მოჰყავთ, ვერც სიმინდის მოსავალს იღებენ და განადგურების პირასაა ხეხილის ბაღები, იმატა ონკოლოგიურმა და გულსისხლძარღვთა დაავადებებმა:
"ვერც ბოსტანში გავახარეთ ბოსტნეული, არც ხილი ვარგა, ამ მტვერმა გაანადგურა ყველაფერი. უკვე წლებია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. შიმშილის პირას მიგვიყვანეს"
"იმატა ონკოლოგიურმა და გულსისხლძარღვთა დაავადებებმა. არავინ არ გვაქცევეს ყურადღებას. გადაწყვიტონ ეს პრობლემა დროულად, თორემ მივმართავთ გაცილებით მკაცრს ზომებს".
"ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება და კეთილი ინებოს ყველამ და ამას ნუ გვართმევენ. გადავკეტავთ ცენტრალურ მაგისტრალს. მოვაწყობთ პერმანენტულ აქციებს. ბავშვები ცხოვრობენ აქ და კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ხელისუფლება არ გვაქცევს ყურადღებას, არც გარემოს დაცვის სამინისტრო, ისინი "ჰაიდელბერგის" მხარეს იჭერენ"-აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.
"დევიკავებ ბომბს ხელში და შევაგდებ მაგ ქარხანაში და მსდიონ მერე"-გვეუბნება 80 წლის ბებო, რომელიც აქციაზე იმყოფება.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ქარხნის წარმომადგენლებმა მოატყუეს, როცა ფილტრის დაყენებას დაპირდნენ.
"ქარხნიდან საშინელი ხმა და სუნი გამოდის, ყველგან ცემენტია, რომლითაც პირი გვაქვს სავსე. ფილტრი დაიდგმება და აღარ იქნება მტვერიო, ამბობდნენ, მაგრამ, არაფერი გამოსწორებულა. ცემენტის ბუღი დგას, ქარს სახლში შემოაქვს ცემენტის მტვერი _ ამბობენ ადგილობრივები.
აქცია სუფსაში ამ დრომდე გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






