საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 14:11, 22 Apr, 2018     1132

საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქვეყანა დაინტერსებულია გაეცნოს იმ პრაქტიკას, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე იმ რეფორმას, რომელსაც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან განვახორციელებთ და რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეები გადაიხდიან სიმბოლურ 1%-იანბრუნვის გადასახადს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ეროვნულმა ბანკმა, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რომელიც აღნიშნული იყო სსფ-ის პროგრამაში.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ბენეფიციარები კიდევ უფრო მეტი დახმარებისა. ზაფხულში, გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, გვეცოდინება იმ დახმარების ოდენობა, რომელსაც მივიღებთ მომავალი წლიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

„საქართველომ მიაღწია ძალიან დიდ პროგრესისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველ და მეორე მიმოხილვებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია, რომ პროგრამის ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. მოხარულები ვართ, რომ ფონდი ორიოდე კვირაში, პროგრამის მეორე მიმოხილვის შედეგებს უკვე აღმასრულებელ საბჭოში განვიხილავს,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შედგა, რომელზედაც განხილულ იქნა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, სამომავლო პრიორიტეტები და ტექნიკური დახმარების საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ის ინტელექტუალური მხარდაჭერა, რასაც საქართველო ტექნიკური დახმარების სახით იღებს, კარგადაა გამოყენებული და იძლება მეტ შესაძლებლობას, საქართველომ ასეთი დახმარება მიიღოს მომავალშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42