ხელისუფლების მიზანია ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი "რუსთავი 2" - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 12:15, 22 Apr, 2018     1580

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების მიმართვასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცახდებენ, რომ ამ მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი რეალური მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის გამავცელებელი უმსხვილესი ტელეკომპანია აღარ არსებობდეს. ამ განცხადებით ოპოზიცია ევროპულ სასამართლოს მიმართავს:

"როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა დროებითი ღონისძიების გაუქმების და დავის დამთავრებამდე არხის ქიბარ ხალვაშის კონტროლ ქვეშ გადაცემის მოთხოვნით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ მოთხოვნით ხელისულფებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის რეალურ მიზანს - ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოთხოვნის დროის კონტექსტიც - იგი ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც კიდევ უფრო მწვავეა კრიტიკული მედიის მნიშვნელობა და როლი დემოკრატიისთვის. აქვე, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ქიბარ ხალვაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთამაშეს და უბრალოდ არხის საკუთრებისთვის მოდავე მხარეს. ის არის მთავრობის გავლენის აგენტი და ყველა მისი ქმედება, ისევე როგორც საქართველოს სასამართო ხელისუფლების საპასუხო მოქმედებები მის მოთხოვნებზე, ინიცირებულია და ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს "რუსთავი 2"-ის სამთავრობო გავლენის ქვეშ მოქცევას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული დემოკრატიისთვის კრიტიკულად აუცილებლად მიგვაჩნია დავის გადაწყვეტამდე დროებითი ღონისძიების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დადგება სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკურსის გაქრობის საფრთხის წინაშე. თუ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ შეინიშნება დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ნიშნები და არსებობს პლურალისტური მედია-პლატფორმა ოპოზიციური აზრის გასაჟღერებლად, ეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით შეინარჩუნა "რუსთავი 2", როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია. იმედს ვიტოვებთ, ეს ღონისძიება დავის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩება," - ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

"ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე

,,ახალი მემარჯვენეები" - მამუკა კაციტაძე

ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია

ევროპული საქართველო - დავით ბაქრაძე

ეროვნულ დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ნიკა მელია

თავისუფალი დემოკრატები - შალვა შავგულიძე

ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" - კონსტანტინე გამსახურდია

რესპუბლიკური პარტია - ხათუნა სამნიძე

"სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" - ზურაბ ხარატიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42