საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე ბათუმს ეწვევა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებსა დაპროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ნატოს დღეებისფარგლებში, ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგაიმართება.
მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და საქართველოსევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულპროგრესზე ისაუბრებს. მინისტრი, ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდროურთიერთობებს მიმოიხილავს. ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართვლოსევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხისრეჟიმში წარიმართება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარიძე, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხალვაში და ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაცნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობისინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმადიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებითკი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.
ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება.ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისადა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერითიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






