“მე ვარ ის არარაობა, რომელიც ყველამ ერთად მოკალით”- რას წერდა ლაგოდეხში დაღუპული მესაზღვრე
სოც.მედია - 16:55, 21 Apr, 2018     4736
ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტში 26 წლის მესაზღვრე ჯემალ ფარნაოზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, ღამით, ლაგოდეხის საზღვრის მეორე პუნქტზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურებრივი იარაღი იმ დროს გაუვარდა, როდესაც მის გადაბარებას ახდენდა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ჯემალ ფარნაოზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"როგორ არ დავწერო, როგორ გავატარო.. მე, მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ წამს ფიქრობს ყველაზე საშინელებას. მე ვარ არარაობა, ის არარაობა, რომელიც ყველამ ერთად მოკალით, მაგრამ იმედი, ხო აი ეგ იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არაფერი არ არის კარგად, პირიქით, გაუარესდა. ადამიანები გაფუჭდნენ. სხვის შეცდომებზე ადვილია ისაუბრო, გააკრიტიკო, დასცინო, ხელი გაიშვირო, მაგრამ ძნელია საკუთარი დაინახო. მეც მასე ვიყავი, ვერასოდეს ვერ ვხედავდი საკუთარ შეცდომებს. რეალურად, იმდენად მარტო ვიყავი, რომ მიმთითებელიც არავინ მყავდა. იმდენად მარტო გავიზარდე, რომ შევცდი, ხო ბევრს რამეში შევცდი, თქვენში შევცდი. თქვენი მჯეროდა და დავბრმავდი, არავის არაფერში ვადანაშაულებ, ეგ ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი. სადამდე მივედი. როგორ შემეშალეთ, როგორ ვერ გაგიცანით, როგორ დავხუჭე ყველაფერზე თვალი. მეგობრებში შევცდი და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ ამ ყველაფერს. ათასჯერ რომ წაიკითხოთ აზრი არ აქვს, სჯობს აქამდე ერთხელ მაინც გეკითხათ, იქნებ მეც ვიყავი ცუდათ, იქნებ მეც მჭირდებოდა მოსმენა. რატომღაც ყოველთვის მე ვიყავი ვალდებული, რომ თქვენზე და თქვენს სიამოვნებაზე მეფიქრა. მე უნდა ვყოფილიყავი ხიდიც და მოაჯირიც. მე უნდა მტკენოდა ყოველთვის და მე უნდა მოვმკვდარიყავი დღეში ათასჯერ და თქვენ არცერთხელ. უკვე იმდენჯერ მომკალით სიკვდილთან ერთად მაცხოვრეთ. აზრიც დაეკარგა ხვალინდელ დღეს, აღარც უღრუბლო ცა იქნება და აღარც მზიანი დღეები. არ იქნება ოჯახი, არ იქნება ბავშვები და არ იქნება ბედნიერება, არც მე არ ვიქნები, მომბეზრდა იმ ჰაერით სუნთქვა, რასაც თქვენ სუნთქავთ. მომბეზრდა ბრძოლა ყოველდღე, მომბეზრდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ყოველ დღე სიკვდილი მომბეზრდა, ამდენი სიყალბე მომბეზრდა. თქვენ ჩემი მკვლელები მომბეზრდით…. და მაინც ვფიქრობ, რომ 25 წლის განმავლობაში ჩემს ასაკთან შედარებით საკმარისზე მეტი ვნახე. აღარ მინდა, მორჩა ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში” - წერდა მესაზღვრე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42