დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაწყებულია.
„საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა დაწყებულია გუნდში, ჯერ საკმაოდ დიდი დროა არჩევნებადე. მსჯელობა მიმდინარეობს და კანონის ფარგლებში, როგორც არის მითითებული დრო, ჩვენ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს, - განაცხადა კახა კალაძემ.
დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას.
გარდა ამისა ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს პარტიის დაფუძნების დღე მიულოცა.
„21 აპრილი არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების დღე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თითოეული თქვენგანის როლი პარტიის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა. მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონისთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების, პარტიის და ზოგადად საზოგადოების.
დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წინსვლა. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო და მინდა ყოველი დღე იყოს გაჯერებული წარმატებებით, კეთილდღეობით, სიკეთით და სიხარულით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






