„ჩვენს მიერ 2 წლის წინ გაცემული პარტიული დაპირებები სათანადოდ იქნა შესრულებული“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:31, 21 Apr, 2018     1551
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ამბროლაურში, პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2 წლის წინ, პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ დასახული მიზნები და გაცემული დაპირებები პირნათლად არის შესრულებული. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება პარტიის რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო, რამაც, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა გახდა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება.

„მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ეს მიზანი სათანადოდ იქნა განხორციელებული. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული სამსახურის გაძლიერებას, რამაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენს საარჩევნო წარმატებაში. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ წარმატებით ჩაგვეტარებინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტიის გუნდის, მათ შორის საპარლამენტო გუნდის გაძლიერება და განახლება 2016 წელს ყრილობის საფუძველზე, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია წარმატებისთვის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ განახლებული ენერგიით გაგვეგრძელებინა ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ასევე, 2017 წელს ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში, რაც არის, ასევე, ჩვენი კარგად გააზრებული პოლიტიკის და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა გაცემული კონკრეტული დაპირებები პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით და 2 წლის თავზე, კიდევ ერთხელ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ეს დაპირება სათანადოდ იქნა შესრულებული და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ წინ გველის ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც თქვენთან ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, 2 წლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42