,,2008 წლის შემდეგ ჩვენ გავზარდეთ სტაბილურობის ხარისხი და ეს ჩვენი მიღწევაა“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:24, 21 Apr, 2018     1095
„ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით-სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი წევრებს, აქტივისტებს შეაქვთ, რომლებიც, მისი თქმით, ემსახურებოდნენ პარტიას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გარდატეხა შეეტანათ ქვეყნის განვითარებაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა წინსვლას აგრძელებს მათ შორის, თავისუფლების თვალსაზრისითაც, რაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა 2012 წლის შემდეგ. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიზანი არა მხოლოდ მიღწეული წარმატების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა.

„ ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის თვალსაზრისით, თავისუფლების თვალსაზრისით, რაც არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და ჩვენი ამოცანაა, ეს მიღწეული არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ. ამას ემსახურებოდა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც შეუქცევადი გახადა უკვე საქართველოში დემოკრატიული განვითარება და ასევე, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ესეც არის რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ჩვენ გვქონდა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. ირაკლი კობახიძის თქით, ეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურობის მაღალ ხარისხს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით, სტაბილურობის თვალსაზრისით, საგარეო პოლიტიკური კუთხით და 2008 წლის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია ვიამაყოთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42