პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმი გიორგი კვირიკაშვილი, ამბროლაურში პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
"ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე"- თქვა მან სიტყვთ გამოსვლისას და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი, აღარ იყოს არც ერთი გაჭირვებული ადამიანი და აღარ ჰქონდეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე. ამ ადამიანების გმირობა გვაიძულებს და გვაძლევს ენერგიას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ეს რეგიონი აყვავდეს. ეს ულამაზესი მხარე, ულამაზესი, გმირი და მშრომელი მოსახლეობით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს. ეს ჩვენი ყველას ვალია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






