აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშში ადამიანის უფლებების მიმართულებით მთავარ პრობლემებს შორის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების გატაცებას, აფგან მუხთარლის საქმეს, პოლიტიკურ ძალადობას, სასამართლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევასა და ლგბტ პირების მიმართ ძალადობას ასახელებს.
"ყველაზე მთავარი პრობლემები ადამიანის უფლებების მიმართულებით მოიცავენ: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეში სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო მონაწილეობას; რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ ადამიანების უკანონო დაკავებასა და მკვლელობას რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან; სასამართლო ორგანოების საქმიანობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევას და ლგბტ პირების მიმართ ძალადობას," - ნათქვამია დკუმენტის შესავალ ნაწილში.
რაც შეეხება პოლიტიკურ ძალადობასა და მასზე პასუხისმგებლობას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ამის მაგალითად კიდევ ერთხელ მოჰყავს კორცხელის ინციდენტი და ის ფაქტი, რომ მასზე პასუხი არავის უგია.
"2016 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ინციდენტში მონაწილე ექვსი ადამიანის წინააღმდეგ. 2016 წლის დეკემბერშ საქმე სასამართლოს გადაეცა განსახილველად, მაგრამ 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის," - აღნიშნულია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები






