დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ტყიბულის შახტაში, 300 მ სიღრმეზე 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა
პოლიტიკა - 21:15, 20 Apr, 2018     772
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 300 მეტრ სიღრმეზე მეშახტეებთან ერთად 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. დეპუტატი ყველა საწარმოო პროცესს დაესწრო და ის გზა გაიარა, რასაც შახტაში დასაქმებულები ყოველდღიურად გადიან.

როგორც დეპუტატმა შახტიდან ამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ყველაზე მთავარი საზრუნავი ადამიანების სიცოცხლის დაცვა და უსაფრთხო პირობების შექმნაა.

დიმიტრი ხუნდაძე: „ქვანახშირის მოპოვების მთელი პროცესი გავიარეთ, დავესწარით აფეთქების 2 პროცესს. სრულად ვნახეთ, როგორ ხდება ქვანახშირის მოპოვება, ჩატვირთვა და მიწის ზედაპირზე ტრანსპორტირება. გავესაუბრეთ იქ დასაქმებულ მეშახტეებს, რომლებიც საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობენ. გარდა იმისა, რომ ეს მაღალი რისკის პროფესიაა, ისინი ნამდვილად უშიშარი ადამიანები არიან, არსებულ ყველა რისკფაქტორთან ერთად, შიშიც გარკვეულ რისკფაქტორს მატებს.“

დეპუტატი ადეკვატური უსაფრთხოების ნორმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ საკანონმდებლო აქტიურობა საკმარისი არ იქნება: „ვფიქრობ, უსაფრთხოების ნორმები ადეკვატური უნდა იყოს. შესამუშავებელია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომ შრომითი უსაფრთხოება უფრო მაღალი სტანდარტებით იყოს დაცული. ვფიქრობ, მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები საკმარისი არ იქნება. მთავარია, შრომითი უსაფრთხოებისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვა. საჭიროა ჯანდაცვის პაკეტის გაფართოება, სოციალური პროგრამები და ამავდროულად, მუშაობა უნდა დავიწყოთ ამ ტიპის მაღალი რისკის პროფესიის ადამიანებისთვის საპენსიო ასაკის დაწევაზე.“

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შახტაში ტექნიკა მოძველებულია. მან წარმოების უფროსს მადლობა გადაუხადა, იმ შესაძლებლობისთვი, რომ უშუალოდ ადგილზე გაეცნობოდა, რა პირობებია შახტაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42