ავტობუსების გაჩერებებზე სხვა ტრანსპორტის გაჩერება იკრძალება - პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს
პოლიტიკა - 21:12, 20 Apr, 2018     5587
პარლამენტში დრეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილეს. საკანონმდებლო პაკეტი კახაბერ კუჭავამ მეორე მოსმენით წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო. კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება - დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.

„ეს ის საინტერესო კანონპროექტებია, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში მოძრაობების განტვირთვა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ. მისივე განმარტებით, პროექტის თანახმად, იზღუდება ტრანზიტული მოძრაობები, დგინდება სანებართვო პირობების სამართლებრივი საფუძვლები ტაქსებისათვის. ამავე დროს, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილისა, იკრძალება სამარშრუტო ტაქსების გაჩერება. ასევე, თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე იკრძალება სხვა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება - გარდა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისა. „ეს კანონპროექტი წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლის შემდეგაც მერია და საკრებულო ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ სანებართვო პირობების შესახებ, რომელიც დადგინდება ტაქსების გადაყვანისთვის. ამავე დროს სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება და გაჩერება, რომელიც შეიზღუდება მათი გადაწყვეტილებითვე დადგენილი სპეციალური ადგილების ფარგლებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42