როგორც ნიუპოსტს ადგილიდან აცნობეს ხის სანაპირომდე მიტანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და ის სანაპიროდან 2 კმ-ზეა გაჩერებული.
ხის გადატანის გამო მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების და მიყენებული ზიანის გამო მოსახლეობის ნაწილი და ენმ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, გუშინდელი უშუქობის გამო პრობლემა შეექმნა ოჯახს, რომელსაც მიცვალებული სახლში ესვენა, მათ მიცვალებულის ე.წ მაცივრი-ჩასასვენებლის ჩართვა ვერ შეძლეს. პროკურატურაში შესატან სარჩელში ასევე შევა ანაკლიის სანაპიროდან ნაპირსამაგრი ბეტონის კონსტრუქციების გატანის საკითხიც, რომელიც მათი ინფორმაციით შეკვეთილში და სარფის სიახლოვეს გადააქვთ. ორივე ეს ადგილი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, ერთგან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა, სარფის სიახლოვეს კი გავრცელებული ინფორმაციით მისი ნათესავი უჩა მამაცაშვილი აშენებს სასტუმროს.
მასალის გამოყენების პირობები






