ევკალიპტის ხე ადგილზე უნდა დარჩეს - ,,დმანისის გადარჩენის ფონდი“ ფინანსთა სამინისტროს პასუხობს
პოლიტიკა - 17:26, 20 Apr, 2018     1288
,,დმანისის გადარჩენის ფონდი“ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მწვანე კონცხის დასახლებიდან ევკალიპტის ხის არგატანის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულთან - „დმანისის გადარჩენის ფონდთან“ კონტრაქტი ცალმხრივად, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე გაწყდება.

უწყების ამ განცხადებას უპასუხე ,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, სამოქალაქო კოდექსის თანხმად, ხელშეკრულება დამყარებული უნდა იყოს ორივე მხარის ნებაზე, თუმცა, სადაო ნორმების არსებობის შემთხვევაშიც, ერთ-ერთი მხარე არ კარგავს უფლებას მოითხოვოს კონკრეტული მუხლის ან ჩანაწერის ბათილობა. აქედან გამომდინარე, ,,დმანისის გადარჩენის ფონდი“ აპირებს მსჯელობას სადაო პუნქტებზე მომსახურების სააგენტოს იურისტებთან, ხოლო თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ფონდის წარმომადგენლები სასმართლოს გზით გააგრძელებენ დავას.

,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარს ევკალიპტის ჯიშის ხის გადატანის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენლები ჩავერთეთ 22 მარტს გამოცხადებულ ონლაინ აუქციონში, აუქციონში დასარეგისტრირებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ხელშეკრულების პირობებზე ავტომატური თანხმობა - ელ.ხელმოწერა.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ხელშეკრულება დამყარებული უნდა იყოს ორივე მხარის ნებაზე, თუმცა, სადაო ნორმების არსებობის შემთხვევაშიც, ერთ-ერთი მხარე არ კარგავს უფლებას მოითხოვოს კონკრეტული მუხლის ან ჩანაწერის ბათილობა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე მოლაპარაკების გზით ვაპირებთ სადაო პუნქტებზე მსჯელობას. აღნიშნულ საკითხების განსახილველად ჩვენსა და მომსახურების სააგენტოს იურისტებს შორის ჩანიშნულია შეხვედრა სამშაბათს, 24 აპრილს.

მოლაპარაკების პროცესში თუ ვერ მივაღიწეთ შეთანხმებას, მაშინ ვაპირებთ სასამართლოს გზით დავას.

ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ხე ადგილზე დარჩეს. რადგან, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ აუქციონის პირობები მორგებული იყო ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებს, ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, არ არის დასაბუთებული რა აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად ამ ხის გადატანის. ამ კითხვაზე მათი პასუხია, რომ მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას არ წარმოადგენს ევკალიპტის ადგილიდან გატანის შემთხვევაში, როგორ მოხდება გამოთავისუფლებული ადგილის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ხე არ გაყიდულა როგორც შეშა, პირობაშიც არსად წერია, რომ ხის შეშის სახით გამოყენების უფლება გვაქვს, აქედან გამომდინარე ევკალიპტის ხე არის ნიადაგთან ერთად სამართლის სუბიექტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, მცენარეთა დაცვის კოდექსი და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია“ - ნათქვამია ,,დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენელთა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42