"მოვუწოდებ მეცნიერებსა და ხელოვანებს მონაწილეობა მიიღონ რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და ეროვნული პრემიების სახელმწიფო კონკურსში" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:51, 20 Apr, 2018     928
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, გამოავლინონ დაგროვილი პოტენციალი და მისცენ კომისიას შესაძლებლობა შეაფასოს მათი შემოქმედება.

"კარგა ხანია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ეზეიმა ჩვენი მეცნიერების, ხელოვანების მიღწევები და დღეს გვაქვს ამის იურიდიული საფუძველი, რომ 5 წლის განმავლობაში დაგროვილი, ის, რაც იქმნებოდა ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით აღიარება და შეფასება მივცეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნით გაერთიანდა კომისია, რომლის წევრებსაც საზოგადოება იცნობს და პატივს სცემს უდიდესი ღვაწლისათვის.

"იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ამ ზეიმს ჩვენ მოვაწყობთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის და აი იმ განსაკუთრებულ მიღწევებს ვაჩვენებთ, გამოვყოფთ და კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ქართველ ხალხს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ (თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით). პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატებს გამოავლენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით შექმნილი საერთო კომისია, რომელიც 9-წევრისაგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე და შემადგენლობა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

ხოლო საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებს გამოავლენს ცალკე კომისია, რომლის შემადგენლობაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერაა დამტკიცებული. კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 მაისის ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42