„ჯავახეთის საბავშვო ბაღებში, ქართულენოვან სექტორზე ადგილების არ ქონის გამო, მშობლები იძულებულნი არიან, სომხურენოვან სექტორში დარეგისტრირდნენ...“
სოც.მედია - 13:51, 20 Apr, 2018     1181

ჯავახეთის საბავშვო ბაღებში არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს Facebook-მომხმარებელი ზურიუს სტეფანიუსი:

„ჯავახეთის საბავშვო ბაღებში, ქართულენოვან სექტორზე ბავშვების შეყვანის მსურველ მშობლებს ადგილების არ ქონის გამო, უარს ეუბნებიან და ისინიც იძულებული არიან, ისევ სომხურენოვან სექტორში დარეგისტრირდნენო.

სასწაული ინფორმაცია იყო. ჩვენ მუდმივად ვსაყვედურობთ ამ ხალხს, რომ არ იციან სახელმწიფო ენა, ვერ ინტეგრირდებიან ერთიან სივრცეში, ვერ ახერხებენ თვითრეალიზებას... თუმცა საქმით დიდად თავს არ ვიწუხებთ. მშობელი მივიდა იმ აზრამდე, რომ თავის შვილს სახელმწიფო ენის ცოდნა წაადგება და რა პასუხს იღებს? - „ბოდიში, თქვენი შვილისთვის ადგილი არ არის, სახელმწიფოს არ აინტერესებს, გსურთ თუ არა ინტეგრაცია, თქვენი შვილისთვის უკეთესი პერსპექტივა, დარჩით ჩაკეტილი, უყურეთ მეზობელი ქვეყნების არხებს, უსმინეთ მათ, იკითხეთ მათი და განაგრძეთ გაუცხოვება საკუთარ ქვეყანაში"

სამაგიეროდ, 213 არაქართულენოვან სკოლას ინახავს ქვეყანა, რომელთა დირექტორების დიდი ნაწილიც, იმის მიუხედავად, რომ არ იციან ქართული ენა, ინიშნებიან თანამდებობაზე და ამ 28 წლის განმავლობაში მათ ლექსიკონს ერთი სიტყვაც არ შემატებია. ამას აკეთებენ ისე პირდაპირ და ურცხვად, მშვენიერ მაგალითს აძლევენ თავიანთ აღსაზრდელებს. თუმცა ფლობენ რუსულს და ეს რუსული არის ოცდამეერთე საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში მოქალაქეთა და სახელმწიფო-რეგიონების საურთიერთო ენა.

მულტიეთნიკური ქვეყნის მოტივით არსებული არაქართულენოვანი სახელმწიფო სკოლების არსებობა სახელმწიფოს ხარჯზე, მიუხედავად მისი რაოდენობის განახევრებისა, ჩემთვის ჯერ ისევ გაუგებარია. ვერ წარმომიდგენია სხვა რომელიმე უნიტარული მოწყობის მქონე და შემდგარი სახელმწიფო, სადაც არსებობს სახ. სკოლები, რომელშიც სახელმწიფო ენა ისწავლება დღეში ერთი საათით. უცხო ენასაც კი არ ყოფნის ერთი საათი.. რა ერთი საათი, რა ინტეგრაცია, რა ძალა ერთობაშია, რა სახელმწიფო ენა, რა სახელმწიფო?!”, - წერს Facebook-მომხმარებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42