კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 13:38, 20 Apr, 2018     1194
თბილისის მერი კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას დედაქალაქის გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

დედაქალაქის მერი მარჯანიშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „გარდენიას“ დამფუძნებელი, ზურაბ შევარდნაძე მოედნის გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

„მარჯანიშვილის მოედანზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც კონკრეტულად აქ კეთდება. ყველამ კარგად იცით „გარდენია“, რომელიც გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს. ეს ერთი ადამიანის კეთილი საქმეა და მისი ხელმძღვანელი, ქალაქს ამ საჩუქარს უკეთებს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვთხოვო, როგორც საახალწლო განათებების შემთხვევაში დაეხმარნენ ქალაქს, ისე გამწვანებით სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა - ერთად მოვუაროთ და გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი გამოგვეხმაურება, გამწვანებით სამუშაოებში ჩაერთვებიან და შევძლებთ, რომ დედაქალაქის არსებული იერსახე შევცვალოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გამწვანების სამუშაოებში მოსახლეობისა და ბიზნესის აქტიური ჩართულობა იქნება, რადგან მისი თქმით, საზოგადოებაში, ქალაქში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობის სურვილი დიდია.

„ვიცით, რომ ქალაქში ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ მათ გამოსწორებასა და რეალობის შეცვლას ერთობლივი ძალებით შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გამწვანების სამუშაოებში ჩართვისკენ თავად ზურაბ შევარდნაძემაც მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ მიმართულებას საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42