საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, გასული წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, აფხაზეთმა 911 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია დახარჯა, ამ დროს კი თბილისმა 1 მლრდ 112 მილიონი. გამოდის, რომ მილიონნახევრიანმა ქალაქმა თავისი საწარმოო ქსელებით მხოლოდ 19%-ით მეტი ელექტროენერგია დახარჯა, ვიდრე რეგიონმა, რომლის მოსახლეობაც 220 ათასი ადამიანია და დიდი სიმძლავრის საწარმოები არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამავდროულად საქათველო განიცდიდა მნიშვნელოვან დეფიციტს და აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან 613 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტს ახდენდა.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, ამის მიზეზი ის სრული უკონტროლობაა, რომელიც აფხაზეთში სუფევს, ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით:
„აფხაზეთი უფასოდ იღებს ელექტროენერგიას და არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია თუნდაც ელემენტარულ დონეზე მოაწესრიგოს გადასახადის საკითხი. ასეთი სიტუაცია შეიქმნა 2013 წლიდან და მოხმარება იზრდება წლიდან წლამდე. მიზეზი მარტივია: მოსახლეობა სარგებლობს არსებული ანარქიით და ელექტროენერგიას მოიხმარს არა მარტო საცხოვრებლების, არამედ დამხმარე ნაგებობების და საქათმეების გასათბობადაც კი. აპრილის დადგომისთანავე მოხმარება იქ მცირდება 2,5-3 ჯერ. ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი აფხაზურ მხარესთან და მივიღეთ ფიცით განმტკიცებული პასუხი, რომ აღრიცხვა დაიწყება და ხალხი ისწავლის გადახდას, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს მოხმარების შემცირებას, მაგრამ ჯერ ისევ ისეა. ვიცი, რომ ისინი განიხილავენ ხან „ჭკვიანი“ მრიცხველების დაყენების პერსპექტივას, რომელიც წინასწარ გადახდაზეა ორიენტირებული, ხან კი ამუშავებდნენ გეგმას რომ ეს სფერო რუსული კომპანიისთვის მიეცათ სამართავად, თუკი ასეთს მოძებნიდნენ. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება და დადგება მომენტი, როდესაც სადგური გაჩერდება. როგორც ჩანს, ყველაფრის ამ ყველაფრის მიზეზი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის ადგილობრივი სპეციფიკაა.“- გაანცხადა მებონიამ.
მებონიას თქმით, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თაობაზე წერილობითი შეთანხმება არ არსებობს. 1997 წელს მიღწეული „ჯელტმენური შეთანხმება“ კი ითვალისწინებდა ელექტროენერგიის 60%-ის 40%-თან პროპორციას ქართული მხარის სასარგებლოდ. თუმცა ბოლო წლების ტენდენციით, ელექტროენერია იყოფა თანაბრად და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, მისი წილი, ზამთარში სრულად მიაქვს, მაშინ როცა დანარჩენი საქართველო ენერგოდეფიციტს განიცდის.
„მე ვფიქრობ, დადგა დრო, როდესაც ჩვენმა მხარემ უნდა დაიჭიროს უფრო მკაცრი პოზიცია, თუმცა სიტუაციას ართულებს ის მასობრივი კამპანიები, რომელიც გიგანტური ჰესების მშენებლობის შეჩერებისკენაა მიმართული. თუ ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველო რამდენიმე მსხვილი ობიექტის ამუშავებას შეძლებდა, კაშხალის გაჩერება შესაძლებელი იქნებოდა, რაც ხელს შეუწყობდა იმას, რომ ელექტროენერგის გამომუშავებაში ჩვენს პარტნიორებს უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ. მანამდე კი უნდა დავკმაყოფილდეთ არსებული მდგომარეობით. დღედღეზე სადგური შეაჩერებს მუშაობას 3 თვით, ჩვენ ჩვენი ძალებით მოვახდენთ სადერივაციო გვირაბის რემონტს, რომლითაც წყალი კაშხლიდან გალის რაიონში მდებარე ტურბინებს მიეწოდება. ჩვენ არ ვიცით, რითი დაფარავენ ისინი დეფიციტს, სავარაუდოდ დახმარებისთვის რუსეთს მიმართავენ.“- განაცხადა მებონიამ.
ლევან მებონიას თქმით, აფხაზეთში მოსალოდნელი ენერგოდეფიციტის დაფარვას ქართული მხარე ამჯერად არ აპირებს.
წყარო ekhokavkaza.com
მასალის გამოყენების პირობები






