კახა კალაძე OGP-ს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:56, 20 Apr, 2018     1013
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ჟოზეფ პაუელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის საორგანიზაციო სამუშაოებზე ისაუბრეს.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქი მზადაა, ზაფხულში OGP-ს მაღალი დონის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლოს. კახა კალაძემ თბილისის მერიის იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა მიზანს მოქალაქეთა ჩართულობისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ OGP-ის ფარგლებში დაგეგმილ გლობალურ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გაიმართება. ძალიან ბევრი ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს ველოდებით. მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების მიმართულებით ვმუშაობთ. მოქალაქეების ჩართულობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მნიშვნელოვანია, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ვსაუბრობდით. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და იდეები წარმოადგინონ. პროექტში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. წარმოდგენილია რამდენიმე პროექტი, რომელთა განხილვა დაწყებული გვაქვს და გამარჯვებულებიც მალე გამოვლინდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს. თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42