სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბელგიის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 11:07, 20 Apr, 2018     979
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ბელგიის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტს ხელი, ბელგიის აუდიტის სამსახურის შენობაში, ბელგიისა და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული სამსახურების ხელმძღვანელებმა ფილიპ როლანდმა (Philippe Roland) და ირაკლი მექვაბიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, აუდიტის პროფესიული ცოდნის და ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს და ბელგიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის ჰოლანდიურენოვანი პალატის პრეზიდენტი ჰილდე ფრანსუა (Hilde Francois) და ფრანგულენოვანი პალატის მრჩეველი ფრანც ვასკოტი (Franz Wascotte), ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციასთან ერთად ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირაკლი მექვაბიშვილმა და ფილიპ როლანდმა კოლეგებს სიტყვით მიმართეს და ორი უწყების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბელგიის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ფისკალური პოლიტიკის და ინოვაციების მიმართულებით. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ორ უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას შორის, გამოცდილების გაზიარების გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ბელგიასა და ნიდერლანდებში, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების“ ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42