პროტესტი 139-ე სკოლაში - დირექტორს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და მასწავლებლების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 10:19, 20 Apr, 2018     1598
ისანში მდებარე 139-ე სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან. ისინი სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, თუმცა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი გაკვეთილებს არ ესწრება.

სკოლის დირექტორს, ნათია ფხალაძეს მშობლების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევაში, მასწავლებლების შეურაცხყოფასა და მოსწავლეებისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველსაც სთხოვენ.

გათავისუფლებული პედაგოგების თქმით, სკოლის დირექტორმა მათი დისკრიმინაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გადაცდომებში ამხილეს და ამის შესახებ განათლების სამინისტროსაც აცნობეს.

„ქალბატონი ნათიასგან რამდენიმე პედაგოგი გამოვირჩევით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქს განსხვავებული აზრი, ჩვენ ვამხილეთ ქალბატონი ნათია გარკვეულწილ გადაცდომებში.

7 თვეა, ეს საკითხი განათლების სამინისტროს განხილვაშია. ქალბატონ ნათიას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა, რაშიც ვამხილეთ და ამის გამო მან დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მოვითხოვ, სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საკითხში“- განაცხადა 139-ე სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა, ლელა მაზმიშვილმა.

კიდევ ერთი პედაგოგი კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა და პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს.

„მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მქონდა რამდენიმე მეგობრული რჩევა, რომ არ უნდა მეაქტიურა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა“- განაცხადა ნინო ხოხობაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42