„მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია რამდენიმე შეფასება, შევთანხმდით ასეთ ფორმატზე, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვიწვევთ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებთანაც ერთობლივად შევაფასებთ არა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მომხდარ კონკრეტულ უბედურ შემთხვევას, არამედ მთლიანად ამ საწარმოში შრომის უსაფრთხოების სისტემურ შეფასებას. ეს იქნება განმსაზღვრელი სავარაუდო სცენარების“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის, ზურაბ გელენიძის განცხადებით, უცხოელი სპეციალისტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილება, უღირს თუ არა „საქნახშირს“ ტყიბულში ოპერირება.
„ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ სრულად და გამჭვირვალედ წარიმართოს და ასევე დასრულდეს საგამოძიებო პროცესი. ყველა შედეგისთვის მზად ვართ.ამავდროულად, წარიმართოს აუდიტი, რომელიც იტყვის საერთოდ ღირს თუ არა ამ შახტში ოპერირება და რამდენად უსაფრთხოა ნებისმიერი ღონისძიების განხორციელება. კომპანიის მოგება – ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორს, ამას ძალიან განვიცდით“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






