"შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს" - კახი კახიშვილი
პოლიტიკა - 16:11, 19 Apr, 2018     798
შეწყალების კომისია, შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც შევიდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტთან და კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, კახიშვილის ინფორმაციით, შეხვედრზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშუალოდ მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცეთ.

“საქართველოს პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, რაც გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფი გაცვლა. აუცილებელია, ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექნიზმები, რომელიც გამორიცხავს ტრაგიკულ შემთხვევებს. დაზღვეული არავინაა, დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ქონია ციხესთან შეხება. ვერასდროს გამოვრიცხავთ ასეთ შემთხვევებს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული მოვლენებისგან ვიყოთ დაცული”, – განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42