"დათო გადაეხვია და უბეში დამალული 18 სანტიმეტრიანი დანა თითქმის ძირამდე ჩაარჭო, დანაგარჭობილი ორსული გოგოს საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი" - რა მოხდა კახეთში
სოც.მედია - 13:38, 19 Apr, 2018     12026
ჟურნალისტი ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"დათომ და ხათუნამ ერთმანეთი ხათუნას მამის სოფელში გაიცნეს. გაიპარნენ და შვილის მოლოდინის სიხარულსაც მიეცნენ. ბანალური იქნებოდა ამბავი, შემოდგომის ერთ შემზარავ დღედ რომ არ ქცეულიყო -ზურგში დანაგარჭობილი ორსული გოგოს საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი- ხათუნა ქმარმა მოკლა....

საიდუმლო ისტორიის მომდევნო ეტაპი მთელ წელს გაგრძელდა. მოკლული ქალის ინტერესებს ჩემი უფროსი და იცავდა.

ყველაფერი თავდაყირა იდგა. მკვლელს პატრონი გამოუჩნდა. ირბინეს, ხალხი შეაწუხეს და მხარემ დამნაშავის ფსიქიატრიულში მოთავსებაზე ზრუნვა დაიწყო. ისიც კი ითქვა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 5000 დოლარი აიღოო.

საქმე კახეთის იმდროინდელ პროკურორამდე, ახალგაზრდა გიგლა აგულაშვილამდე მივიდა. გიგლამ, რომელმაც თურმე ცრემლი ვერ შეიკავა, საქმის დაშლის და ხელახალი ძიების ბრძანება გასცა.

თავიდან დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ხათუნას არასრულწლოვანი და-ძმა. რომლებიც ყვებოდნენ, როგორ ლესავდა სიძე დანებს. როგორ უშანთავდა სიგარეტით მათ დას სხეულს. როგორ ატირებდა ღამ-ღამობით და ემუქრებოდა, თუ გათქვამდა, ბავშვებსაც ზედ დააკლავდა.

მანიაკალური თვისებებით აღჭურვილი ეჭვიანობდა, თითქოს ბავშვს ქალი მამამთილისგან აჩენდა. ეჭვიანობდა საკუთარ ძმაზე, ამხანაგებსა და თითქმის ყველა ნათესავზე. სასოწარკვეთილმა ქალმა მოძალადე ქმრისგან წასვლა გადაწყვიტა და მამიდა დაიბარა. ის იყო კიბეზე ჩავიდა, ქმარმა დამშვიდობება სთხოვა. სინამდვილეში კი გადაეხვია და უბეში დამალული 18 სანტიმეტრიანი დანა თითქმის ძირამდე ჩაარჭო.

ბოლო სასამართლო პროცესის წინ, სიზმარში ხათუნამ დედას დაუბარა, მოდით და 16 ჯერ მაკოცეთო. მკვლელს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე წელიწადში კი ხმა გავარდა, დათო ციხეში გარდაიცვალაო. მშობლებმა საფლავზე მისივე სიმაღლის ქანდაკება აღმართეს. მას შემდეგ აღარ მინახავს ხათუნას დედა, პაწაწუნა, მაგრამ, უსამართლობისგან გავეშებული ქალი : მე მოვკალი ჩემი შვილი და მე დამიჭირეთო, სიმწრით რომ ყვიროდა!! არც ხათუნას და-ძმაზე მსმენია რამე.

ხვალ, ფემიციდის ახალი მსხვერპლი, 24 წლის თაკოც საბოლოოდ გავა ამ ქვეყნიდან....." - წერს გულიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42