ამასთნ, არსებობს დაუდასტურებული ცნობა იმის შესახებ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატებიდან რამდენიმე, კერძოდ, გედევან ფოფხაძე და ნუკრი ქანთარია რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშილს შეხვდნენ და მისგან სრული მხარდაჭერის გარანტია მიიღეს. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ივანიშვილთან კონსულტაციები ეკა ბესელიამაც გამართა. როგორც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, ამ კონსულტაციების შესახებ „კოლექტიურმა ზარდიაშილებმაც“ შეიტყვეს და მათთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ამ შიდა ბრძოლაში ივანიშვილის თნადგომის იმედი არ უნდა ჰქონდეთ და ამიტომაც, უკან დაიხიეს.
იმ ვერსიას, რომ კობახიძის გუნდმა ომი წააგო, ისიც მოიწმობს, რომ გუშინ კობახიძემ უმრავლესობის სხდომის გამართვა დაანონსა და ისიც თქვა, რომ სხდომა დღეს, 21:00 საათზე, ქუთისის პარლამენტში გაიმართებოდა, თუმცა დღეს, დილით, ცნობილი გახდა, რომ სხდომა, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ასევე, ითქვა, რომ უმრავლესობა შაბათს თბილისში შეიკრიბებოდა, თუმცა „ნიუპოსტის“ წყარო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე უმრავლესობის სხდომა აღარ შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






